დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პანდემიის წინააღმდეგ
საქართველოში ბუსტერ დოზები მესამე თვიდან ყველა ვაქცინაზე დაუშვეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/12/28 13:27:09

როგორც ცნობილი გახდა, იმუნიზაციის საბჭომ რეკომენდაცია გაუწია ბუსტერ დოზის ჩატარებას მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება 27 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. 


 

“თუ აქამდე შესაძლებლობა იყო 5 თვეში გაეკეთებინათ ბუსტერი, ახლა მესამე თვიდან არის შესაძლებელი… ბუსტერ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა”, – თქვა გაბუნიამ.

 

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ბუსტერ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან “ომიკრონის” შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობა.

 

რაც შეეხება “სრულად ვაქცინირებულის სტატუსს” – გაბუნიამ თქვა, რომ ცვლილება იმ შემთხვევაში შევა, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩათვლის, რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ბუსტერის გაკეთების შემდეგ ჩაითვლება:

“ჯერჯერობით, ეს ორგანიზაცია სრულად ვაქცინირებულს განმარტავს, როგორც 2 დოზით ვაქცინირებულს, გარდა ჯონსონის და ჯონსონის ვაქცინისა. ეს განმარტება თუ შეიცვლება და ამას დაემატება ბუსტერ დოზის აუცილებლობაც, ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს. ჯერჯერობით სრულად ვაქცინირებული ნიშნავს სრულად ვაქცინირებულს.”


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” 29 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ მიმდინარეობს ნიმუშების გამოკვლევა.

 

 

“ომიკრონის” ახალი შტამი პირველად ნოემბერში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, 8 აფრიკულ ქვეყანას შეზღუდვები დაუწესა. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს ამ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა. მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია