დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/26 21:48:07

თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე, დაპატიმრებამდე და შიმშილობამდე საქართველოს ვითარებას სიტყვა „კრიზისით“ ვახასიათებდით, შემდეგი ორმოცდაათი დღე თანდათანობით კოშმარად იქცა.

 

ბოლო დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზად იყო, ციხეში მომკვდარიყო, ხოლო ხელისუფლებას ამას უშვებდა; ეს უკანასკნელი იმეორებდა, რომ შიმშილობა მისი გადაწყვეტილება იყომაშასადამე, სიკვდილიც მისი პასუხიმგებლობა იქნებოდა.

 

11 ნოემბრიდან, სააკაშვილმა თავისი მოთხოვნა მინიმუმამდე, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე, დაიყვანა მაგრამ ხელისუფლება ამასაც არ ასრულებდა. დაპირისპირებამ პოლიტიკურიდან მორალურ-ფსიქოლოგიურ სფეროში გადაინაცვლა.

 

როცა გავიგეთ, რომ ხელისუფლებამ, როგორც იქნა, სააკაშვილი უფრო შესაფერის კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო ეს უკანასკნელი შიმშილობის დასრულებას დათანხმდა, ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ.

 

მაგრამ ამავე მომენტიდან ახალი კითხვები ამოტივტივდა: რა იქნება შიმშილობის შემდეგ? ახლა რა უნდა მოხდეს? რას მიაღწია სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით და დაპატიმრების შემდეგ თავისი ქმედებებით (თუ რამეს მიაღწია)? გვიწევს, „ნორმალურპოლიტიკურ შეკითხვებს დავუბრუნდეთ

რას მიაღწია სააკაშვილმა?

 

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მოულოდნელი იყო მისი დაპირებების მიუხედავად (ან, სწორედ იმის გამო, რომ მანამდე ასეთ დაპირებებს არ ასრულებდა) და, ბევრისთვის, ირაციონალურიც.

 

ხელისუფლება ნათლად ამბობდა, რომ დააპატიმრებდა მას, როგორც კი შეძლებდა. რაში შეიძლებოდა ყოფილიყო მისი გათვლა?  

 

მე ეჭვით ვუყურებ ვერსიას, თითქოს ის სწორედ იმისთვის ჩამოვიდა, რომ თავი დაეპატიმრებინა და საქართველოს ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა.

 

როგორც ჩანს, მას იმედი ჰქონდა, რომ თავისი ჩამოსვლის ფაქტით მასობრივი საპროტესტო მოძრაობის სტიმულირებას გამოიწვევდა; ამ ფონზე, ერთი მხრივ, ხელისუფლება მის დაპატიმრებას ვერ გაბედავდაპირიქით, მას დათმობების გაკეთება და, საბოლოოდ, წასვლა მოუხდებოდა. მაგრამ ეს, მისი გადმოსახედიდან, საუკეთესო სცენარი იყო: მას, ცხადია, ისიც ესმოდა, რომ დაპატიმრების ალბათობა მაღალი რჩებოდა, და ამისთვისაც ემზადებოდა.

 

საუკეთესო სცენარი ვერ განხორციელდა.

 

სააკაშვილის ჩამოსვლის მიუხედავად, მმართველმაქართულმა ოცნებამთითქმის ისეთივე შედეგი აჩვენა, რაც  საპარლამენტო არჩევნებზე ერთი წლის წინ; მეტიც, არჩევნების წინ გამართული გამოკითხვების შედეგებთან შედარებამ ზოგ ანალიტიკოსს (მათ შორის თქვენს მონა-მორჩილს) გააკეთებინა ვარაუდი, რომ სააკაშვილის ეფექტი პირიქით, „ოცნებასდაეხმარა მხარდამჭერების მობილიზებაში და მისი შედეგი გაზარდა.

 

14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული მიტინგი თვალსაჩინოდ ყველაზე დიდი იყოოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოს ისტორიაში), მაგრამ მაინც, ეს მხოლოდ მიტინგი იყო: აქედან ხელისუფლების ცვლამდე გზა არ ჩანდა.

 

ეს სააკაშვილმაც დაინახა თავისი ციხის საკნიდან: ამიტომაც შეცვალა შიმშილობის საწყისი მოთხოვნები, დაუყოვნებელი განთავისუფლება თუ დამოუკიდებელი საერთაშორისო სასამართლო, ადექვატურ კლინიკაში გადაყვანით.

 

მაგრამ, დიდი ალბათობით, მან მიაღწია პირადად მისთვის მნიშნელოვან მიზანსიგი დაბრუნდა პოლიტიკური ცხოვრების ცენტრში და გაზარდა თავისი ლეგიტიმურობა, როგორც ოპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერისა.

 

ამაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ ორმოცდაათი დღის განმავლობაში ის ყურადღების ცენტრში იყო, და შეიძლება ერთხანს ასე დარჩეს.

 

მთავარია, რომ სააკაშვილის, როგორც მშიშარა ადამიანის და ოპორტუნისტის მითი, რომელსაც არა მხოლოდ ხელისუფლება ავრცელებდა, არამედ ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანიც იზიარებდა, გაქარწყლდა.

 

დაპატიმრების შემდეგ სააკაშვილმა აჩვენა ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცე შერწყმული პოლიტიკურ რეალიზმთან: ის უმძიმესი ზეწოლის ქვეშ არ გატყდა, მაგრამ გონივრული კომპრომისიც მიიღო.

 

მიმდინარე მომენტი გაივლის და სააკაშვილი მთავარი ნიუსი ყოველთვის არ იქნება. თუმცა, მას ვეღარავინ უსაყვედურებს, რომ უკრაინაში უსაფრთხოდ მჯდომი მიშა ქართველებს აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს, მაშინ როდესაც მისი თანამებრძოლები ციხეში მრავალწლიან სასჯელს იხდიან.

 

გრძელვადიან პერსპექტივაში, ის უფრო ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა, ვიდრე აქამდე იყო.

ოპოზიციის მდგომარეობა   

 

სააკაშვილის დაბრუნების კიდევ ერთი შესაძლო შედეგია მისი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ), კიდევ უფრო დომინანტური პოზიცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. ადგილობრივი არჩევნების შედეგების შეჯერება შარშანდელ საპარლამენტოსთან სხვა დასკვნის საშუალებას არ გვიტოვებს.

 

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მთლიანად ოპოზიცია გაძლიერდა მმართველ პარტიასთან შედარებითრაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

 

თუ ოპოზიციასრაშიც ენმ-იც იგულისხმება და სხვა ოპოზიციური პარტიებიც, – უკეთესი შედეგი მიღწევა უნდა, მას თავისი როლის და სტრატეგიის გადააზრება მოუხდება.

 

სააკაშვილის შიმშილობა უფრო ფართო პერსპექტივაში რომ ჩავსვათ, ეს იყო პიკი კრიზისისა, რომელიც დაიწყო 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე.

 

ეს ოპოზიციის სტრატეგიის რადიკალიზაციაც ნიშნავდა: მან მოინდომა სიტუაციის შეცვლანორმალურიინსტიტუციური მექანიზმებისგან განსხვავებული გზით. ამით მან უპასუხა ქართული საზოგადოების ნაწილის შეცვლილ განწყობას: სულ უფრო მეტი ადამიანი სულ უფრო იმედგაცრუებული ხდებოდა საარჩევნო გარემოს უსამართლობით და მმართველობის ხარისხის ზოგადი დაკნინებით. ამანდემოკრატიული მოუთმენლობისსინდრომი შექმნა.

 

მაგრამ, თუმცა ეს შეფასებები და განწყობის შესაბამისი ცვლილება სრულიად გასაგებია, ფაქტი ისაა, რომ არც ბოიკოტის პოლიტიკას და არც სააკაშვილის ჩამოსვლას ხელშესახები შედეგი არ მოუტანია.

 

როგორც დავინახეთ, ქართველებს ახალიფერადი რევოლუციისგანწყობა აშკარად არა აქვთ, ხოლო დასავლეთი, საქართველოში ყველა პროდემოკრატიული ძალის ბუნებრივი მოკავშირე, ოპოზიციის რადიკალიზმისკენ შემობრუნებას კრიტიკით და გაკვირვებით შეხვდა.  

 

როგორც ოპოზიციის ქმედებებში გამოჩნდა, ეს მანაც დაინახა. ძნელია ვამტკიცოთ, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე შარშანდელი საპარლამენტომაგრამ საყოველთაო ბოიკოტისკენ მოწოდებები ამჯერად არ ყოფილა.

 

ხელისუფლების ქმედებებმა სააკაშვილის შიმშილობის დროს ბევრზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მას ოპოზიციის ძალადობრივ ქმედებებზე გამოწვევა სურდამაგრამ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობამ საკმაო სიმწიფე გამოიჩინა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის თავი აერიდებინა.

 

ახლა რა უნდა იყოს დღის წესრიგში?

 

ოპოზიციას მოუწევს შეურიგდეს, რომოცნებისხელისუფლება კიდევ ერთხანს გვეყოლება, და გრძელვადიან სტრატეგიებზე გათვლით იმოქმედოს.

 

განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ენმ-ის გარდა სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც მარგინალიზაციის საფრთხე ემუქრებათ. მათი მხრიდან ინფანტილიზმი იქნებოდა მათი დასუსტების სააკაშვილის ჰიპერაქტივობაზე გადაბრალება: მოგწონს თუ არ მოგწონს ეს უკანასკნელი, ის თავის პოლიტიკურ თამაშს ისე წარმართავს, როგორც საჭიროდ თვლის. ოპოზიციის ამ ნაწილმა ხელახლა უნდა ააგოს თავისი იდენტობა, რომელიც ამ წლის განმავლობაში თითქმის დაკარგა.

 

ეს მხოლოდ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი: რა ეფექტიც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილის აქტივობას, ენმ-მაოცნებადამოუკიდებლად შეიძლება ვერც ვერასოდეს დაამარცხოს. ოპოზიციის განსხვავებული ნაწილების სიძლიერე და მათ შორის თანამშრომლობა ისევე აუცილებელი დარჩება, როგორც ეს მანამდე იყო.

ხელისუფლება

 

ამ ორმოცდაათი დღის განმავლობაშიოცნებისხელისუფლებამ პირწმინდად წააგო სააკაშვილთან მორალური შერკინება.

 

სამართლიანობის აღდგენისმისეული პროგრამა იმთავითვე პირად ანგარიშსწორებაზე იყო აგებული; მაგრამ ამ შემთხვევაში ის, ამავე დროს, შეუბრალებელი, დაბნეული, იზოლირებული და, უბრალოდ, არაადექვატური გამოჩნდა.

 

საბოლოოდ მას მაინც მოუხდა სააკაშვილის ელემენტარული მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ გზადაგზა ვინც კი შეიძლებოდა, ყველა გაიუცხოვა

 

თუ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების ქმედებებს უფრო ფართოდ შევხედავთ, მოხდა საქართველოს ევროპისგან, ზოგადად დასავლეთისგან უპრეცედენტო დისტანცირება.

 

ხელისუფლების პრო-დასავლური პოზიცია წმინდად დეკლარაციული დარჩა. პირველად მოხდა, რომ დასავლეთის პოლიტიკოსებმა ღიად გამოთქვეს ეჭვი, რჩება თუ არა საქართველო განვითარების პრო-ევროპულ ტრაექტორიაზე

 

შეიძლება შემომედავონ, რომ ივანიშვილის გუნდი რეალურად პროდასვლური არც არასოდეს ყოფილა. მაგრამ პირველ წლებში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის განცხადებებს გარკვეული ქმედებებიც მოსდევდა: ის ატარებდა რეფორმებს, რაც აუცილებელი იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად და შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მისაღებად.

 

მაგრამ, როგორც ჩანს, ოცნების ხელმძღვანელობა ამას წმინდა ტექნიკურ საკითხებად მიიჩნევდა: ევროპული ღირებულებები მათთვის უცხო და შეუცნობელი დარჩა.

 

თავდაპირველად, ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, ვისაც ესმოდა ევროპის არსი და მართლა უნდოდა, საქართველო მას დამსგავსებოდა; თუოცნებისრიგებში ასეთი ხალხი კიდევ დარჩა, ჩვენ მათი ხმა არ გაგვიგია.

 

მაგრამ გარდაისახება თუ არა ქართული ოცნების მორალური მარცხი პოლიტიკურადაც?

 

მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება და იმედი მაქვს, რომ ამით მხოლოდ ჩემს სურვილს არ გამოვხატავ.

 

შესაძლოა, პოლიტიკური ცხოვრების ამ ეპიზოდს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ რომ შემოვხედავთ, ვიტყვით, რომ სააკაშვილის შიმშილობა ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომელმაც ხელისუფლების შეცვლასთან დაგვაახლოვა.

 

მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, დღეს ამ შედეგამდე მიმავალი გზა ჯერ ნათლად არ გამოჩენილა. შიმშილობა დამთავრდა, მაგრამ კიდევ ბევრი გვიკლია იქამდე, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.   

 

წყარო: www.jam-news.net

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია