დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით მენაშენეების კონკურსი მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/15 23:17:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა.  

 

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართების შესყიდვა  თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.

 

კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში,   31 დეკემბრის ჩათვლით,  უნდა წარადგინონ:


  • თბილისი, თამარაშვილი .N15;
  • გორი, სამების .N1;
  • ქუთაისიაბაშიძის გამზ. N27.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://idp.gov.ge/statement-62/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია