დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/13 17:21:57

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ტურისტები ე.წ “მწვანე პასპორტით” სარგებლობას შეძლებენ.

 

მწვანე პასპორტისგამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მასში იქნება მოცემული ინფორმაცია კერძო პირის მწვანე სტატუსის შესახებ, რაც გულისხმობს:

 


 

1.        ვაქცინაციის სტატუსს

2.        PCR ტესტების ჩატარების ისტორიას

3.        ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას

4.        SARS-CoV-2-ით ინფიცირების ისტორიას

 

მწვანე პასპორტითსარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:


     * კვების ობიექტები;
     * რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
     * გასართობი ცენტრები;
     * კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
     * საკონცერტო დარბაზები;
     * სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
     * სპა-ცენტრები;
     * ფიტნეს-დარბაზები;
     * სასტუმროები;
     * სამთო კურორტების საბაგირო გზები.

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებშიმწვანე პასპორტისავალდებულო არ იქნება.

 

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტისმოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 

მათთვის ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზებთან სინქრონიზაციის პროცესიც და უახლოეს მომავალში მასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია გახდება ცნობილი.

 

18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთმწვანე პასპორტისწარდგენის ვალდებულება, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ გააზიარონ შვილების სტატუსზე ინფორმაცია და ქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია