დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
Heavens - ქართული მუსიკალური გაბრწყინება ევროპის ცენტრში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/06 23:21:46

Heavens უნგრელი თანამედროვე კომპოზიტორის, პიანისტისა და არტისტის, ფილიპ ლამურის პროექტია, რომელიც განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ინდეტობების პატივისცემასა მიეძღვნა.  23 ოქტომბერს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარებულ პროექტის პრემიერაზე ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომელთაც აქამდე არ ჰქონიათ სცენაზე დგომის გამოცდილება, საშუალება მიეცათ პროფესიონალ მუსიკოსებთან, სასიმო ორკესტრთან ერთად განსხვავებული ფოლკლორული ინსტრუმენტების თანხლებით შეესრულებინათ ფილიპ ლამოურის ნაწარმოებები.

 

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო და მისი მუსიკალური კულტურის ევროპული პოტენციალის საკითხი პროექტზე მუშაობის ფარგლებში არაერთხელ გაჟღერდა. პირველ რიგში, ღონიისძიების მოკავშირე ხუთ ქვეყანას შორის, ერთ-ერთი საქართველოა ბელგიის, ბენინის რესპუბლიკის, ინდოეთისა და პოლონეთის გვერდით. სსიპ თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის სტუდენტების სიმღერის ჩანაწერმა პროექტის პრემიერაზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სიმღერაში წარმოდგენილმა ქართულმა ისტორიულმა ნარატვიმა ევროპელი მსმენლის კულტურული ეგზოტიკისკენ მიდრეკილი ინტერესი გაამძაფრა.

 

თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უშუალოდ პრემიერის ახალგაზრდა მონაწილეთა შორის იყვნენ ქართველი სტუდენტებიც. ანტვერპენის სინტიან ბერხმანის სახელობის კოლეჯის მოსწავლეები: დეა კაშია, მარიამ კაშია და ალექსანდრა ნიკოლაძე. მოსწავლეებმა ქოროს კონდუქტორის, როზმარინ ვანვიუსბერგის ხელმძღვანელობით შეასრულეს მთავარი კომპოზიტორის, ფილიპ ლამოურის რამდენიმე სიმღერა. პრემიერა დეა კაშიას სოლო კომპოზიციით გაიხსნა.

 

პროექტის იდეამ, ხელი შეუწყოს განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების კულტურული რესურსების გაზიარებასა და განვითარებას, მისი პრემიერიდანვე დაიწყო განხორციელება, თუმცა ამას გარდა, იგი დამწყებ მუსიკოსებს მნიშვნელოვან შანსს აძლევს, გამოსცადონ ფართო აუდიტორიის გავლენა, მიიღონ რჩევები პროფესიონალებისგან და პირველი ნაბიჯები გადადგან მუსიკალური კარიერისკენ.

 

მარიამ ქავთარაძე


 

https://www.youtube.com/watch?v=Lwv0U6GdGTk

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია