დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ბელგიის მუსიკალური ფესტივალი და მისი ქართველი მონაწილეები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/11/06 22:55:00

პანდემიის შემდგომ, წელს პირველად,  შემოდგომაზე, ბელგიაში განახლდა მსოფლიო საგუნდო მუსიკალური მარათონი (World Choir Games), რომელიც 2000 წლიდან დღემდე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქალაქ ანტვერპენსა და გენტში მაპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ მუსიკალურ გუნდებს. ფესტივალის განმავლობაში 300-ზე მეტი კონკურსანტი მუსიკალური ცერემონიალების, გალა და სოლო კონცერტების, ვორკშოპების ფორმატში წარმოადგენს საკუთარ შესაძლებლობებს და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

 

მიმდინარე პანდემიის ფონზე ორწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მოვლენის აღსანიშნად 15 სექტემბერს ანტვერპენში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელსაც  ესწრებოდნენ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო, ანტვერპენის მერი ბარტ დე ვივერი, ფესტივალის მოწვეული ჟიურის წევრები: რიმანს ვანაგსი (ლატვია), იოჰან როზე (ნიდერლანდები), ფრედ სციურბერგი (შვედეთი) და სხვანი.

 

პრეს-კონფერენცია გაიხსნა ანტვერპენის სინტიან ბერხმანსის კოლეჯთან (Sint-Jan Berchmanscollege) არსებული გუნდის მუსიკალური ნომრით. აღსანიშნავია, რომ ნომერში მონაწილეობდა კოლეჯის სამი ქართველი მოსწავლე: დეა კაშია, მარიამ კაშია და ალექსანდრა ნიკოლაძე . ცერემონია დეა კაშიას სოლო შესრულებით დაიწყო.

 

ფესტივალი დამწყებ მომღერლებს მნიშვნელოვან შანსს აძლევს,  გამოსცადონ ფართო აუდიტორიის გავლენა, მიიღონ რჩევები პროფესიონალებისგან და პირველი ნაბიჯები გადადგან მუსიკალური კარიერისკენ.

მარიამ ქავთარაძე 


ნახეთ ვიდეო ამ ლინკზე

https://www.youtube.com/watch?v=erasSNdHm70

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია