დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების რეფორმაზე მუშაობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/16 16:48:27

პარლამენტის კულტურის კომიტეტის ორგანიზებით სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა  გაიმართა

 

შეხვედრაზე საქართველოს 6 ქალაქში, არსებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე პილოტი სკოლების შექმნისა და ეროვნული სახელოვნებო სკოლის 2021-2027 წწ. ხედვაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში კულტურის კომიტეტის წევრების გარდა,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.

 

 „პირველ ამოცანად მიგვაჩნია, ვიმუშაოთ სახელოვნებო პედაგოგის სტატუსის აღდგენაზე და სკოლაში სახელოვნებო პედაგოგის დაბრუნებაზე, რაც ნომერ პირველი პრობლემაა. ამის შემდეგ გადავალთ უკვე სხვა ეტაპზე - რეფორმისთვის  შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე“, -განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია