დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეეძლებათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/08 20:33:20

“50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ  ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება ნებისმიერი ვაქცინით შეეძლებათ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

გარდა ამისა,  მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობა  სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთ, ევროკავშირის ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ.

 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა  პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგაა დასაშვები.

 

ამისთვის პირებმა  ამცრელ დაწესებულებებს უნდა მიმართონ  და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც  ვაქცინაციის დაგეგმვა მოხდება.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით,“ფაიზერით“  აცრა  12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

 

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

 

გარდა ამისა, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.

 

გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზიც, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

 

7 ოქტომბრის  მონაცემებით, საქართველოში 1 844 965  აცრა ჩატარდა.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია