დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/08 19:50:44

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში  განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება დევნილთა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

 

·         ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;

·         ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;

·         გორი, სამების ქუჩა N1;

·         რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

 

ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

 

ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.

 

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია