დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ იყო ხმის მიცემა შეწყვეტილი ქუთაისის 124-ე უბანზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/02 18:59:06

ქუთაისში 124- საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა შეამჩნია,  რომ შემაჯამებელი ოქმი, რომელიც წესით, დღის ბოლოს ივსება, უკვე შევსებული და მასზე ხელი მოწერილი იყო.

 

ამ საკითხზე საჩივარი დაწერა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილი აქვს გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევას, ხოლო უბნის წარმომადგენლის მტკიცებით,  ეს მხოლოდ შეცდომა იყო, რომელიც საუბნო კომისიის მდივანსგამოუცდელობით მოუვიდა”. შევსებულ ოქმზე უკვე ხელი მოწერილი ჰქონდათქართულ ოცნებასთანაფელირებულ კომისიის წევრებს.

 

ქუთაისში, 124- საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შედგენილ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით ცესკოში განცხადება გაკეთდა.

 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124- საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც.

 

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი.

 

საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124- საარჩევნო უბანში შემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე. ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით.

 

საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვისთვის", - განაცხადეს ცესკოში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია