დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 124-ვე საარჩევნო უბანი რვა საათზე გაიხსნა, ხოლო 12საათისთვის ამომრჩევლის 16.5%-მა უკვე გააკეთა არჩევანი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/02 13:41:25

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

 

დილის 8 საათიდან ყველა უბანი გახსნილია და ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა აქვს.

 

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 124-ვე უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.

 

როგორც 59- საოლქო კომისიიდან გვაცნობეს, უბნებზე რამე შეფერხება არ ყოფილა. მათი თქმით, ქალაქში ორი სპეცუბანია.  მათ შორის, ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე .. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.

 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.

 

უბნების გახსნიდან მალევე  ქუთაისის 44- საარჩევნო უბანზე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს იმ მიზეზი, რომ ისინი გადასატან ყუთის სიაში რეგისტრირებულები აღმოჩნდნენ.

 

როგორც "ნაციონალური მოძრაობოს" წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნულ პირებს არ ქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი გადასატანი სიით სარგებლობდნენ და ამიტომ უბანზე გამოცხადნენ.

 

მისივე თქით, ამ პიროვნებების მტკიცებით, მათ გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნით განცხადება არ დაუწერიათ.

 

ოპოზიციის წარმომადგენლებ ვარაუდობენ, რომ განცხადებები გაყალბებულია. 44- საოლქო კომისიის თავმჯდომარის დავით ნოზაძის თქმით კი, ამ პირებს ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ და ისინი ხმას გადასატანი ყუთით საშუალებით მისცემენ.

 

***

 

12 საათის მონაცემებით ქუთაისში არჩევანი 25 380-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 16,5%-ია.

 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების ამ დროის მონაცემებით არჩევანი 13,6 პროცენტს ქონდა გაკეთებული.

 

59- საოლქო კომისიის ინფორმაციით, სულ 11 საჩივარია დაწერილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია