დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
მედია და გამჭვირვალე არჩევნები
როგორია ბორჯომის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მედლის მეორე მხარე - ხარისხი?
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/09/22 14:02:51

 

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთავარი სათქმელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, აქტიურად შუქდება განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები თვითონ ადგილზე ეცნობიან და ზედამხედველობასაც უწევენ.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაერთი სახის ინფორმაციას შეხვდებით, სადაც ვრცელია იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. თუმცა მედიასახლიპოსტსკრიპტუმიუფრო დეტალურად დაინტერესდა, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მიმდინარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2020-2021 წლებში.

 


აღნიშნულ წლებში განუხორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, არ დაფიქსირებულა. ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ხელს აწერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ რაზმაძე, ვიგებთ, რომ 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 7 893 395 ლარის ღირებულების 20 ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო მთის ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა სოფლების - ჭიხარულა და ბალანთის გავლითი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 1 155 815 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი 33 სოფელში განხორციელდა 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამში 912 000 ლარის ღირებულების.


ამასთან, საჯარო სკოლების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სოფ. ტაბაწყურის საჯარო სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია, რაზეც 86 500 ლარი დაიხარჯა.


მერიის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  6 374 034 ლარის ღირებულების 72 პროექტი დაფინანსდა.


რაც შეეხება 2021 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 7 041 805 ლარის ღირებულების 20 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მთის ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გრძელდება სოფელ ჭიხარულადან სოფელ მოლითამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 241 851 ლარი;


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 33 სოფელში დაფინანსდა 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამში 872 000 ლარის ღირებულების, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს განხორციელდება 56 ინფრასტრუქტურული პროექტი 6 356 506 ლარის ღირებულების და სახელმწიფო პროგრამაგანახლებული რეგონები“- ფარგლებში მიმდინარე წელს დაფინანსდა                     . ბორჯომში . კოსტავას სახელობის პარკისა და მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენს 4 192 532 ლარს.



ქალაქ ბორჯომში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული მნიშვნელოვანი პროექტებია:

2020 წელი:

. ბორჯომში მესხეთის ქუჩა #29-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა;

. ბორჯომში სააკაძის ქუჩაზე (სააკაძისა და მესხეთის ქუჩის გადაკვეთაზე) პარკინგის მოწყობა;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

. ბორჯომში ბაზრის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

. ბორჯომში ახალი უბნის დასახლებაში ნინოშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობა და სხვა.


2021 წელი:

დაბა წაღვერში კულტურის სახლის მიმდებარედ სკვერის მოწყობა;

. ბორჯომში რუსთაველის . N2-დან აღმაშენებლის ქუჩამდე მდ. მტკვრის გამყოლი ნაპირსამაგრი

კედლის რეაბილიტაცია;

. ბორჯომში სასტუმროლიკანი პალასიდან“ რუბენ ვეფხვაძის ქუჩამდე ფეხით სავალი გზის

რეაბილიტაცია;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში . ბორჯომში სააკაძის, ნინოშვილის, ერეკლესა და რუსთაველის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია;

სკვერების მოწყობა . ბორჯომში რუსთაველის, ნიკოლაძის, აღმაშენებლის ქუჩებზე და სოფ. ტბაზე;

საყრდენი კედლების მოწყობა: . ბორჯომში რაზმაძისა და თორის ქუჩებზე, ასევე სოფელ ჭობისხევში საჯარო სკოლის მიმდებარედ და სხვა.

 



 მკითხველს აღნიშნული ინფორმაციებით წარმოდგენა შეექმნა, თუ რა დონის მასშტაბების პროექტებზეა საუბარი და მართლაც, რეალურად მედლის მეორე მხარეა შესრულებული სამუშაოების ხარისხი, რამდენიმე თვეში ისევ, განმეორებით აყრილი და დაგებული გზები, მაგალითისთვის ვაშლოვანაში, აღმაშენებლის ქუჩაზე დაგებული და განმეორებით აყრილი გზაც კმარა. ასევე, ახალდაბაში წყლის საფილტრი ნაგებობა, რომელიც მილიონები დაჯდა და მოსახლეობას სუფთა წყალსპირდებოდა. თუმცა დღემდე წვიმის დროს წყალი დასალევად ყოვლად უვარგისია და ყავისფერი ხდება.


 ადგილობრივი ხელისუფლება პროექტების დიდ ნაწილს რეგიონული განვითარების ფონდთან ერთად, თანადაფინანსებით ახორციელებს. ღიად ჩანს, რომ მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება თანდათან ეზღუდებათ. ეზღუდებათ, გადაწყვიტონ იმ შენობა-ნაგებობების ბედი, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ქალაქში ფუნქცია დაკარგულად ითვლება, ან თუნდაც ჩინოვნიკების მიერ წლების წინ სიმბოლურ ფასად ნაყიდი სახელმწიფო საკუთრება, რომელიც დგას ვითარცა არაშენდა, მეპატრონის მოლოდინში. ასეთივე შენობაა ბორჯომის ცენტრალურ მოედანზე, პირველ სკოლასთან, ყოფილი ადმინისტრაციული მრავალსართულიანი გარემონტებული და უკვე ისევ სარემონტოდ ქცეული საუკუნის შენობა-ნაგებობა, რომლის კერძო საკუთრების გამო (რომელიც, როგორც გვითხრეს, კაზინოების მფლობელ ბიზნესმენს, თემურ უგულავას ეკუთვნის), ტერიტორიას მთავრობისგან მხოლოდ მოედნის ნახევარის გარემონტება ხვდა წილად, იმ იმედით, რომ მესაკუთრე კუთვნილ ტერიტორიას შესაბამისად კეთილმოაწყობს; რეალურად კი ამ დროს რიგით მოქალაქეს განცდა რჩება, რომ სკვერი წმ. ნინოს . N2-ში N1 საჯარო სკოლის მიმდებარედ, რომლის რეაბილიტაციის სამუშაოები 716 998 ლარს შეადგენს და განახორციელა შპსარბა“-მ, ჯერ კიდევ კეთილმოწყობის პროცესშია, მაშინ, როდესაც სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირის დასრულებულია.


და ბოლოს, ჩვენს კითხვაზე, რომელი შენობა-ნაგებობებია ბორჯომში, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, პასუხს უცვლელად გთავაზობთ: - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების (შენობა - ნაგებობა, მიწა თუ სხვა) შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის“. ანუ, რა გამოდის? ეს იმას ნიშნავს, რომ ბორჯომის მერიამ არ იცის, მის ტერიტორიაზე არსებული რომელი ქონება რეალურად მას არ ეკუთვნის.


კიდევ ერთ კითხვაზე, რომელიც როგორც ხელისუფლებას, ასევე მათ ოპონენტებს დავუსვით და არც ერთი მხარის წარმომადგენლებმა პასუხი არ გაგვცეს,  ასე ჟღერდა: - რას ფიქრობთ ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ დეცენტრალიზაციაზე? - პასუხი დუმილი ან შეხვედრაზე ყოფნა და მოუცლელობა გახლდათ.  

 

 სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედიაფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციასშესაბამისადფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია