დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/15 23:09:19

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-საშვის აპლიკაცია შექმნა. Covidpass.moh.gov.ge დღეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

 

პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის  კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ბიზნესოპერატორები სწორედ სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, Covid-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ. პლატფორმით  ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სივრცე დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნა, საბოლოო ჯამში, ბიზნეს სექტორს მდგრად ეკონომიკურ აქტივობაში შეუწყობს ხელს. Covid-საშვის აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქებაც დადგეს.

 

პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორს ეტაპობრივად წარედგინება. ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

 

სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ ვებგვერდ https://covidpass.moh.gov.ge/ -ზეა შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია