დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/12 22:03:53

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში  ბინას 420  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

 

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით,  წყალტუბოში  ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება და ნგრევად ობიექტებში  ფაქტობრივად მცხოვრები  დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.  დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე https://idp.gov.ge/statement-55/ გამოქვეყნდა.

 

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება წყალტუბოს საკრებულოს შენობაში (რუსთაველის ქ.N27) 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია