დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა, ხორბლის, შაქრისა და პალმის ზეთის ხარჯზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/02 18:03:18

2 სექტემბერი, 2021 - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - აგვისტოში 3,1%-ით გაიზარდა და 127,4 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2020 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 32,9%-ით აღემატება.

 

9,6%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, შაქრის კულტურების დაზიანებამ. შაქრის ფასის მომატების ნაწილობრივი კომპენსაცია ინდოეთში და ევროპაში კარგი მოსავლის მოლოდინის, ნავთობისა და ბრაზილიური ვალუტის, რეალის, გაიაფების ხარჯზე მოხერხდა.

 

აგვისტოში, მცენარეულ ზეთზე ფასები, წინა თვესთან შედარებით, 6,7%-ით გაიზარდა და ისტორიულ რეკორდს დაუბრუნდა. ფასების ზრდის მიზეზად, მალაიზიაში, პალმის ზეთის დაბალმა წარმოებამ და, შესაბამისად, შემცირებულმა მარაგმა იმოქმედა. ასევე მომატებულია რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასები.

 

აგვისტოს თვეში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 4,3%-ით მოიმატა. 8,8% მომატებულია ფასები ხორბალზე. ფასის მომატება განპირობებულია ამ კულტურის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნების მოსავლის შემცირებული შეფასებებით. სიმინდის ფასი შემცირებულია 0,9%, რადგან არგენტინის, ევროკავშირის და უკრაინის მომატებულმა წარმოებამ, მოახერხა ბრაზილიის და აშშ-ს შემცირებული მოსავლის მოლოდინის კომპენსაცია. ბრინჯის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ისევ კლებულობს.

 

ივლისის თვესთან შედარებით, მცირედ მომატებულია საქონლის და ცხვრის ხორცის ფასების ინდექსი, ეს უკავშირდება ჩინეთის მხრიდან ხორცის შესყიდვებს და ალხო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გაზრდილ მოთხოვნას ფრინველის ხორცზე. რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს - ის კლებულობს, რადგან შემცირდა ჩინეთის და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა.

 

უმნიშვნელოდ შემცირდა რძის პროდუქტების ინდექსმა, რაც დაკავშირებულია რძის ფხვნილზე მოთხოვნის შემცირებასთან. კარაქის და ყველის ფასები მცირდება ოკეანიის ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესების გამო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია