დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი გახარია: კოვიდსიტუაციას უკიდურესად მძიმედ შევაფასებ, ამაზე ციფრები მეტყველებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/24 22:33:45

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებას უმძიმესად აფასებს და მთავრობას ექიმების სტიმულირებისკენ მოუწოდებს.

 

- აუცილებელია სოლიდარობა! ახლა არ არის იმის დრო, ვარკვიოთ ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ რაშია დამნაშავე - ახლა ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ბოლო ზღუდე ექიმები არიან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები, გვერდით უნდა დავუდგეთ ექიმებს და რა თქმა უნდა - მთავრობასაც. ახლა არ არის იმის დრო, ერთმანეთი ვლანძღოთ და ვაკრიტიკოთ - ახლა მთავარია ამ კრიზისიდან გამოვიდეთ - აცხადებს გახარია.

 

მე უბრალოდ ვიცი, გამოცდილი მაქვს, დღეს რა რეჟიმში მუშაობენ ექიმები, მედიკოსები, რომლებიც ძირითადად კერძო სექტორში არიან - მოგეხსენებათ, რომ მედიცინა დღეს ძირითადად კერძო სექტორშია და რა რეჟიმში მუშაობენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში შტაბების დონეზე ემსახურებიან ამ ინფრასტრუქტურას, ადამიანებს, მოქალაქეებს.

 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს! მათ შორის, დაეხმარონ ფინანსურად - პრემიებით, სხვადასხვა სახელფასო დანამატებით... ეს ხალხი 24 საათი განმავლობაში მუშაობს - უბრალოდ სახლში ვერ მიდიან. მე ვიცი რას ნიშნავს ტრანსპორტის გაუქმება და ამ რეჟიმში მუშაობა - ამ ხალხს ოჯახები ჰყავთ და ესეც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში შეიძლება ოჯახის რამოდენიმე წევრი იყოს მედიკოსი და ერთდროულად იბრძოდნენ სხვადასხვა კლინიკებში. დღეს მათი მორალური, ფინანსური და ნებისმიერი სახით მხარდაჭერა აუცილებლობაა. დღეს, რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს არის ეს და ვაქცინაცია - ამბობს გიორგი გახარია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია