დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ღვინის მწარმოებელებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/24 22:21:32

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან რთველის საორგანიზაციო, მათ შორის, რიგების დარეგულირების საკითხებში”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა,  ლაშა შალამბერიძემ,  რომელიც, ამავე დროს, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოადგილეა.

 

ლაშა შალამბერიძემ ღვინის მწარმოებლებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც რთველის შეუფერხებელი ჩატარებისთვის  უმნიშვნელოვანესია.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ვენახების კადასტრის მნიშვნელობის საკითხი. როგორც ცნობილია, 2021 წლის რთველის ფარგლებში, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე ფერმერი ყურძენს ვერ ჩააბარებს. ამასთან ერთად, მკაცრად გაკონტროლდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრული მოსავლიანობის ლიმიტი და ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი, რის შესახებაც, მევენახეები წლის დასაწყისიდან იყვნენ ინფორმირებულები, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მიერ. აღნიშნული რეგულაციების ეფექტიანად განსახორციელებლად, შემუშავებულია ელექტრონული პროგრამები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია