დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვირუსი გვიტევს
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/08/22 12:59:14

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული შემთხვევები კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 803 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს.


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, აჭარა - 598, იმერეთი - 506, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 168, გურია - 161, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 246, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 69, სამცხე-ჯავახეთი -104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 659 საიდანაც 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 218, აჭარაში - 955, იმერეთში - 1 095.


ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 149, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 28, იმერეთში - 21.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 456, პირი, აჭარაში - 8 417, იმერეთში - 4 848.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 448 288.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 421
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია