დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/27 15:14:45

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“  კანონში ცვლილებები შედის, რომლის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტით ხორციელდება 2006 წლის 126  რეგულაციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში. კანონპროექტიძირითად მიმართულებას ეხება: მოპედების რეგისტრაციას  და მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გადატანას.

 

მოპედისა და მსუბუქი  კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 1 მარტიდან, მანამდე კი ნებაყოფლობითი იქნება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია