დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
6 ივლისს ქუთაისელი ჟურნალისტები სოლიდარობის აქციას მართავენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/05 23:32:00

თბილისში მიმდინარე მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართება. "არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" -ამ დევიზით იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბებიან.

 

ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.

 

აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ 10:30 საათზე გაიმართება.

 

ცნობისთვის, დღეს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შედეგად თბილისში 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია