დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
გამარჯვება!
ქუთაისის რაგბის კლუბი ,,აია" საქართველოს ჩემპიონია!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/06/12 01:47:00

 

 

ქუთაისელებმა დიდი 10-ის ფინალში "ბათუმი" დაამარცხეს. თამაში ანგარიშით 16:13 დასრულდა

 

"აიამ" ჩემპიონის ტიტული ბოლოს 1995 წელს მოიპოვა. დღევანდელი ჩემპიონის ტიტული კლუბისთვის მეოთხეა.

 

სულ "აიამ" დამოუკიდებლობის პერიოდში 3-ჯერ მოიპოვა ოქროს (1990, 1991, 1995) მედლები, 4-ჯერ ვერცხლი (1992, 1997, 2011, 2018) და 3-ჯერ ბრინჯაო (1993, 1994, 2013).

 

 

ბოლოს ქუთაისელებმა გადამწყვეტ მატჩში 3 წლის წინ ითამაშეს, "ავჭალაზე" "ლოკომოტივთან" 10:29 დამარცხდნენ და ვერცხლის მედალი აიღეს.

 

ქუთაისში გამართულ საქართველოს თასის ფინალურ თამაშს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო.

 ,,ვულოცავ ჩვენს ბორჯღალოსნებს ღირსეულ გამარჯვებას. გუნდის წევრებმა პირველობისთვის ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგი დადეს. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს თასი რჩება იმ ქალაქში, რომელსაც რაგბის დიდი ისტორია უკავშირდება. პირველი სარაგბო კლუბი ქუთაისში 55 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის აღწევს წარმატებებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ," - ზვიად შალამბერიძე.

 

 

ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვა.

 

ფოტო: არჩილ გეგენავასი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია