დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება აქტიურად მიმდინარეობს
2021/06/04 16:19:00

2021 წლის რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება. საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.

 

ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე. განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა.   

 

ამასთან ერთად, ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში,  დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში აეროგადაღებები ხორციელდება.  აეროგადაღებების დასრულების შემდეგ, უკვე მიმდინარე თვიდან, რეგისტრაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება. ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.

 

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.  საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.  ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.) შეგროვებით. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აეროფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.

 

ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია