დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სიტყვა
2021/05/26 12:00:00

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

 

მივესალმები საზოგადოებას და ქართულ ჯარს!

 

მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებო!

 

მივესალმები საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს!

 

მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს.

 

ბატონო პრეზიდენტო, მინდა განსაკუთრებულად მოგესალმოთ! 26 მაისის დღესასწაულზე თქვენი აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა, პოლონეთის საუკუნოვანი მეგობრობისა და დღეს მისი მტკიცე მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ნიშანია, რისთვისაც საქართველოს სახელით მადლობას მოგახსენებთ.

 

2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას.

 

სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით, ბრუნდება დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში!

 

საზეიმო დღეარამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას.

 

ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა.

 

მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო! თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკლად ემსახუროთ სამშობლოს! მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი! უნდა გვახსოვდეს გენერალი კვინიტაძის  სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისა და ჯარისკაცებისგან.

 

სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში, ყველა ბრძოლაშიომში, თუ სამშვიდობო მისიაში. ისინი გენერალ კვინიტაძის ღირსეული მემკვიდრეები აღმოჩნდნენ. ძალიან ხშირად, უსამართლო და უთანასწორო ბრძოლებში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება. მინდა, სახელმწიფოს სახელით, ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის  მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს!

 

26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში ბრუნდება, რომელმაც ზუსტად ოცდაათი წელია, რაც დამოუკიდებლობა დაიბრუნა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე.

 

გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო - ომებს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს. ქვეყანამ შეძლოსაკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას.

 

ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენობას.

 

დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია, დიდწილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი: მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ამ ყველაფრის უკან კი - გულგრილობა, პარტიული მიზნებისა და ამბიციების წინ დაყენება.

 

ეს არის ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ.

 

მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ დამოუკიდებლობას ამყარებდა, მაგრამ ეს მიზანი არ ეყრდნობოდა სამოქმედო გეგმას - სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას,  ჯარის აღმშენებლობას, რომლისკენაც იქნებოდა მიმართული ყველა ძალა და რესურსი.

 

დამოუკიდებლობის იმ სამწლიან პერიოდს და დღევანდელს ერთმანეთს ვერ შევადარებთ, თუმცა, თუ  სახელმწიფოს გაძლიერება და გამოწვევების დაძლევა გვინდა, ერთი პრინციპი დღესაც მართებულია. ეს პრინციპია, რომ ყველა მთავარ მიზანს უნდა ახლდეს: სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა.

 

ეს სჭირდება ევროპაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც ჩვენი უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია. მართალია, ამ გზას თავისი ეტაპები აქვს და ასოცირებით უმნიშვნელოვანესი საფეხური უკვე გავიარეთ, მაგრამ შემდეგი მიზნის მიღწევას, თუნდაც 2024 წლისათვის განაცხადის შეტანას, ჩვენ მიერ გაწერილი თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია