დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა ნამახვანჰესს!
ვარლამ გოლეთიანი:"ჩვენ არ გვსურს პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/05/23 23:26:14

 

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე მრავალრიცხოვანი აქცია გამართეს. ორგანიზატორებმა აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის არის „ენკას“ მიერ რიონის ხეობის დატოვება და კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა.


როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა მორატორიუმის გამოცხადებაა.

 

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ხელისუფლებასთან ყველანაირი დიალოგი ამოწურულია. დღეს დასრულდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი თითქოს დიალოგები გაგვემართა ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო:

კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთან დადებულია, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გაცემას.

 

ზოგადად, გაუქმდეს ყველა სახის დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე არის გაცემული.

 

ასევე, მოვითხოვთ, მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ ის აზრი, რომელიც თქვენ გაქვთ, გათვალისწინებული იყოს.

 

ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამაში უნდა იყოს ჩვენი, ყველას ჩართულობა იმიტომ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება. ამისთვის საჭიროა სწორედ პაუზა, გვჭირდება დრო იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა და ზოგად, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ აღარ იყოს მომავალში მსგავსი პროტესტი“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მათ ხელისუფლებას ხვალ 12 საათამდე მისცეს ვადა.

 

 ვარლამ გოლეთიანმა განმარტა ასევე, თუ რატომ არ სურთ პარტიული დღის წესრიგით ბრძოლა.

 

როგორც მან აქციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგით მოქმედება იმ ერთობის დამანგრეველია, რაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აერთიანებთ.

 

“მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ პოლიტიკური მიზნები გვაქვს და ა.შ. პარტიულ დღის წესრიგს ვგულისხმობ, თორემ დღეს პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც ვართ. პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ის აუცილებად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ არ შეუძლია იმ დღის წესრიგს გადაგვიწყვიტოს პრობლემა: პირველ რიგში, იმიტომ რომ იმ ერთობის დამანგრეველია, რა ერთობაც ახლა ჩვენს წინაშე დგას. ამ მოედანზე სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები არიან.

 

კიდე ერთხელ ვამბობ, ვკონცენტრირდეთ საქმეზე, უშუალოდ იმაზე, რისთვისაც დღეს აქ ვიკრიბებით და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ სისტემა, რომელზეც ის დგას, შეირყევა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ხალხის ნების აღმსრულებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, კონკრეტულად იმ სკამზე ვინ ზის დღეს, მნიშვნელოვანა, არის თუ არა ის ხალხის ნების აღმსრულებელი და ეროვნული ინტრესების გამტარებელი. ამიტომ, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, ხალხის მოთხოვნას, საზოგადოების დაკვეთას, არ იქნება ეროვნული ინტერესების მატარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონვე მოარყევს თავის თავს და მას მოარყევს ჩვენი სიმრავლე“,- განაცხადა გოლეთიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 740
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია