დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთოდ დასახელდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/05/21 17:54:26

 ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე „FITUR“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საპრეზენტაციო სტენდი საუკეთესო სტენდად დასახელდა. სპეციალური სიგელი მადრიდის გამოფენის დირექტორმა მარია ვალკარსემ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადასცა.

„FITUR-2021-„ზე საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.
პანდემიისა და ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა მიიღო FITUR-ის ფარგლებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს, რაც გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილია ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით ბრენდირებულია მადრიდის საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები.
 მადრიდის 5 დღიანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა.
 გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკანიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 752
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია