დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროფკავშირების სოლიდარობა გაფიცულებს
ბორჯომში სოლიდარობის მასშტაბური აქცია გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/05/21 16:06:39

 

 

დღეს  ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები აქციას ბორჯომის მერიასთან გამართავენ და საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. როგორც ისინი ამბობენ, მათ პროფკავშირების წევრებიც შეუერთდებიან და პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს.


ბორჯომისგაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ მეშახტეები, მეტალურგები, მძღოლები, მეტროს მემანქანეები და სხვა პროფესიების ადამიანები, პროფკავშირების წარმომადგენლები და მისი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.



გაერთიანებულ პროფკავშირებში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი გამაფრთხილებელი ხასიათისაა და იმ შემთხვევაში, თუ გაფიცულების მოთხოვნები უმოკლეს ვადებში არ შესრულდება, შემდეგ აქციებზე პროფკავშირები მთელ თავის ადამიანურ რესურსს გამოიყენებს.



ცნობილია, რომ ქალაქ ბორჯომშიბორჯომისჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენხუთშაბათს მათ პროფკავშირების მხარდაჭერით ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.



გაფიცულების თქმით, ბოლო წლის განმავლობაში მათი ხელფასი 200–250 ლარით შემცირდა. არასაკმარისი რაოდენობის კადრების გამო ისინი ვერ სარგებლობენ შესვენებით, ხოლო დამატებითი სამუშაოსთვის ანაზღაურება მიზერულია. თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას რამდენიმე თვე ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გაფიცვაში დაახლოებით 400 ადამიანი მონაწილეობს. ამის გამო ორივე ქარხნის მუშაობა მთლიანად შეჩერებულია.


19 მაისს ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი  ბორჯომის ქარხნის წარმომადგენლებს და გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარმა განაცხადა, რომ "პოზიციები დაახლოებულია", თუმცა კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.


თანამშრომლების გაფიცვას კომპანია IDS Borjomi Georgia მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის, დასაქმებულთა ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი განაწილების პრინციპით განახორციელოს. ამავდროულად, კომპანია აღნიშნავს, რომ მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს, ოღონდ პროფკავშირების მონაწილეობის გარეშე. ეს შეთავაზება გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.


გაფიცულების თქმით, კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად, ქარხნის ადმინისტრაციას პროფკავშირების წარმომადგენლების გარეშე არ შეხვდებიან.


"ვაგრძელებთ პროტესტს და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების წევრები ჩამოვლენ ბორჯომში და იქნება მასშტაბური აქცია", - აცხადებს ტვ ფორმულასთან საუბარში ერთ-ერთი გაფიცული, ბექა სტეფნაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია