დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
აპრილში FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაიზარდა
2021/05/06 11:47:00

6 მაისი 2021, თბილისი - FAO- ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - აპრილში, გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა. აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს - 30.8%-ით აღემატება.

 

აპრილში, 3.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. აღნიშნული მონაცემი, 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს თითქმის 60%-ით აღემატება. მატების ძირითად მიზეზად,  ბრაზილიაში მოსავლის აღების პროცესში წარმოქნილი შეფერხებები და საფრანგეთში ყინვით დაზიანებული მოსავალი განიხილება.

 

წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შრის - სოიოს, მზესუმზირის და პალმის ზეთს.

 

1.7%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო აზიაში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნით. ზრდა არ შეხებია ფრინველის ხორცის ფასებს.  

 

1.2%-იანი ზრდა აჩვენა, რძემ და რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა. განსაკუთრებული მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია: ყველის, კარაქისა და რძის ფხვნილის ფასების ინდექსი.

 

მოიმატა მარცვლეულის ფასების ინდექსმაც, რომელმაც მარტის თქვეში 1.8%-იანი კლების ტენდენცია აჩვენა. მარტისგან განსხვავებით აპრილში, მარცვლეულის ფასები 1.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები, გასული წლის იმავე პერიოდს ნიშნულს, თითქმის 26-ით აღემატება. ზრდა ძირითადად სიმინდის ფქვილს შეეხო, რომლის ფასებიც 5.7%-ითაა გაზრდილი. ეს მონაცემი წინა წლის მაჩვენებელს - 66.7%-ით აღემატება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია