დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქველმოქმედება
პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით ახალციხის მუნიციპალიტეტში წიგნიერების საქველმოქმედო აქცია გაიმართა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2021/04/26 10:36:38

 

 

 მედიასახლპოსტსკრიპტუმი-ს ტრადიციული საქველმოქმედო წიგნიერების აქცია „წიგნი ყველა ბავშვს“ უკვე მერვე წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. ტრადიცის დღემდე უწყვეტობა  წიგნიერების ფონდის სპონსორების  მხარდაჭერითაა შესაძლებელი. აქციის ფარგლებში წიგნები გადაეცემათ, ხოლმე, მრავალშვილიან ოჯახებს, სოფლის ბიბლიოთეკებს, სკოლებს, სოციალურად დაუცველ თუ შშმ პირებს.

 

ჩვენი რედაქცია წინასააღდგომო დღეებში წიგნიერების მორიგი აქციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.  აქციის მხარდამჭერი გახლდათ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ბატონი ანტონ ობოლაშვილი.

 

სწორედ პარლამენტარის ახალციხის ბიუროს ხელმძღვანელის, ქალბატონ მზია თამარაშვილის ორგანიზებით შეირჩა ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა, საკანცელარიო ნივთები  თუ ხელსაქმისთვის საჭირო ნივთები გადავეცით საჩუქრად.

 

ბატონ ანტონ ობოლაშვილის სპონსორობით შეძენილი საჩუქრებით, წიგნიერების აქციის ფარგლებში, ვესტუმრეთ: სოფელ ზემო სხვილისის ბიბლიოთეკას (მენეჯერი-ეკატერინე აღლემაშვილი, ბიბლიოთეკარი -  მაკა პაპიძე), სოფელ ღრელის საბაზო სკოლას (დირექტორი ნონა ივანიძე), სოფელ საყუნეთის ბიბლიოთეკას (მენეჯერი სოფიო ბერიძე) და შშმ პირთა დღის ცენტრს - კავშირი ,,თანადგომა შვილებს'' - (თავმჯდომარე მაია გაჩეჩილაძე).

ჩვენთან ერთად  „წიგნიერების აქციაში“ მონაწილეობდა და სასწავლო დაწესებულებებს სტუმრობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, ბატონი გიორგი ჟუჟუნაძე.


 

ღრელის საბაზო სკოლა (დირექტორი ნონა ივანიძე, პედაგოგებთან ერთად)

 

საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკა (მენეჯერი სოფო ბერიძე, სოფლის ახალგაზრდებთან ერთად)

 

შშმ პირთა დღის ცენტრს - კავშირი ,,თანადგომა შვილებს'' - (თავმჯდომარე მაია გაჩეჩილაძე, დღის ცენტრის წევრებთან ერთად)

 

ზემო სხვილისის ბიბლიოთეკარი, მაკა პაპიძე, აქციის ორგანიზატორებთან ერთად


საყუნეთის ბიბლიოთეკის მენეჯერი სოფო ბერიძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის  კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე.

 

თითოეულ შემთხვევაში, მასპინძელი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღფრთოვანებითა და სიყვარულით გამოხატავდნენ მადლიერებას აქციის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების მიმართ, გვიამბობდნენ როგორც არსებულ პრობლემებზე, ასევე - სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათი სკოლისა და ბიბლიოთეკებისთვის ასეთი მაღალი დონის წიგნადი ფონდის საჩუქრად მიღება მაჟორიტარი დეპუტატისგან, ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი გახლდათ.

 

ყველაზე მთავარი კი, რაც მასპინძელი პედაგოგების, მშობლებისა თუ  მოსწავლეების გაცისკროვნებულ თვალებში იკითხებოდა, იყო მადლიერება იმ განცდისათვის, რომ ისინი მიტოვებულები არ არიან და ახარებთ თუნდაც მცირედი ყურადღება.

 

 ნატო გუბელაძე

მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი

 ფოტოები: ანა ზუმბაძის


 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია