დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
Georgian Travel Guide შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით მართავს სახალისო და შემეცნებით გათამაშებას #გაიცანისაქართველო
2021/04/24 00:00:27

ქართული ტურისტული პლატფორმა GeorgianTravelGuide.com შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით მართავს სახალისო და შემეცნებით გათამაშებას, სადაც ნებისმიერ მოგზაურს შესაძლებლობა აქვს გაერთოს და მოიგოს მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები.

 

თამაში მიზნად ისახავს:

 

გაზარდოს საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა;

 

გაზარდოს მოგზაურთა დაინტერესება შიდა ტურიზმით.

 

მოგზაურები თამაშში ერთვებიან Georgian Travel Guide-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით და ცდილობენ გამოიცნონ საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტები, ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები.

 

თამაშის პირველი რაუნდი დაიწყება 26 აპრილს და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. გამარჯვებული გამოვლინდება 2 მაისს -კვირა დღის ბოლოს.

 

თამაშის ფარგლებში გამოვლინდება სამი ძირითადი გამარჯვებული (I, II და III ადგილი), რომელთაც გადაეცემათ მოგზაურობასთან დაკავშირებული პრიზები. ძირითად საპრიზო ადგილების გარდა ყოველდღიურად გაიმართება ბონუს რაუნდები, სადაც ასევე გათამაშდება საინტერესო პრიზები.

 

თითოეული თამაში შედგება შემთხვევითად შერჩეული 10 კითხვისაგან. თითოეულ კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი. მონაწილეს ქულა მიენიჭება სწორი პასუხის მითითების შემთხვევაში. ქულის მინიჭებისას გაითვალისწინება თუ რამდენი წამი დასჭირდა მონაწილეს სწორი პასუხის შესარჩევად. თამაშის წესები სრულად იხილეთ ბმულზე.

 

თამაშის შესახებ: წესები და პირობები

 

ვებ გვერდი: https://georgiantravelguide.com/ka

Apple Store - https://apps.apple.com/us/app/georgian-travel-guide/id1532788206

Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.georgiantravelguide.app

სოციალური მედია:

Facebook

Instagram

Youtube

 Linkdin

 

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

დავით მერაბიშვილი - Georgian Travel Guide-ის აღმასრულებელი დირექტორი info@georgiantravelguide.com – 599 05 76 80;

მარიამ ფირაშვილი - მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი marketing@georgiantravelguide.com - 599 31 80 15

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია