დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევანი შენ!
საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/04/15 15:32:50

ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2021 წლის 15 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით პერიოდში საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახორციელა, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.


აღნიშნულმა პროექტმა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 244 საჯარო სკოლა მოიცვა. პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისად, საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ორი ფორმით განხორციელდა:

 

  • 204 საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი წარიმართებოდა საკლასო ოთახებში, კურსი ადგილზე, პირისპირ ტრენინგების ფორმით ჩატარდა
  • 40 საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა ტრენინგები ონლაინ ფორმით გაიარეს

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის კონცეფციის შესაბამისად, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა:

  • არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა;
  • დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები;
  • გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში;
  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის როლი არჩევნების ორგანიზებისა და მართვის პროცესში (მათ შორის, ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული თანამედროვე საარჩევნო სერვისები);
  • ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა დემოკრატიულ არჩევნებში;
  • არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესში და მათი საქმიანობის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად;
  • პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა და დათვლა (საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება).

საჯარო სკოლებში მიმდინარე პრაქტიკული სწავლების ფორმატში ჩატარდა იმიტირებული არჩევნები, რომლის შედეგად მოსწავლეებმა სხვადასხვა პერიოდში ცესკოს მიერ პოპულარიზებული სლოგანები აირჩიეს. გამარჯვებულად გამოვლინდა სლოგანი „შენი არჩევანი კანონია“. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების ჩართულობით დებატებიც მოეწყო, რაც დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზანად.

 

წელს საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საჯარო სკოლების XI-XII კლასის 4 130-მა მოსწავლემ გაირა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება, დღემდე საინფორმაციო-სასწავლო კურსი 738 საჯარო სკოლის  13 000-მდე მოსწავლემ გაიარა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია