დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა ნამახვანჰესს!
ვარლამ გოლეთიანი:"არავის ეგონოს, რომ ეს პროექტი განხორციელდება და ჰესი აშენდება, ეს არ მოხდება!“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/04/12 18:39:37

 

 

ას შემდეგ, რაც 11აპრილს  აქციის ორგანიზატორები ნამოხვანში, სადაც კარვები იყო გაშლილი, პოლიციამ არ შეუშვა, დაიგეგმა საპროტესტო აქცია გუმათჰესთან.



სამართალდამცავების თქმით, ნამოხვანში აქტივისტების ყველა კარავი იმიტომ აიღეს, რომ მდინარე რიონის ადიდების საფრთხე არსებობდა და აქტივისტებს მდინარის სანაპიროზე გაშლილი კარვები უნდა დაეტოვებინათ.



იმავე საღამოს გუმათჰესთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებს, რომლებმაც გზა ჩაკეტეს და ნამოხვანში გადაადგილების ნებართვას ითხოვდნენ, პოლიციამ გზის გასახსნელად ნახევარსაათიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროპორციული ძალის გამოყენება დააანონსა.


გუმათჰესთან აქცია დღეს 16:00 საათზე დაიწყო.

მალევე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მობილიზებულმა უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდაცავებმა რიონის ხეობის მცველებს" და მათ მხარდამჭერებს სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლება არ მისცეს.

 

ფოტო: ხვიჩა ვაშაყმაძის


 აქციის მონაწილე ქალბატონები მუხლდაჩოქილები შეევედრნენ სპეცრაზმს, რომ ნუ დაუპირისპირდებოდნენ თანამემამულეებს... ამ ძალიან ამაღელვებელმა და მგრძნობიარე კადრებმაც გული ვერ მოულბო პოლიციელებს და აქციის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.


 

ფოტო: დათო სიმონიასი


რადგან აქციის მონაწილეებმა ვერ მოახერხეს პოლიციის კორდონის გარღვევა და გუმათჰესთან მოწყობილი პოტის გადალახვა, მათ კომპანია ენკას ოფისთან გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს აქცია.


"არავის ეგონოს, რომ ეს პროექტი გახორციელდება და ჰესი აშენდება. დაივიწყონ ეს და ამოიგდონ თავიდან. ეს არ მოხდება! მიტომ ჩვენ ვდგავართ აქ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


აქციის მონაწილეები ყველას მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ
„რიონის ხეობის მცველებს“ და ჰესის აშენება არ დაუშვან.



ცნობისათვის: ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე, პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა .. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.

 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც.

 

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.



გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია