დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება
2021/04/06 21:10:00

იმერეთის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ წყალტუბოში  თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მისი ღირებულება ექვს მილიონ ლარამდეა.

 

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია