დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა
2021/03/22 14:38:00

კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები
მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები,
რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს.

აღნიშნული სუბსიდირების პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნებია:

ობიექტი რეგისტრირებული 2020 . 28 ნოემბრამდე უნდა იყოს. (არა ლიკვიდირებული
სტატუსით);
ბრუნვა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში, ჯამში, არაუმეტეს 100 000
ლარს უნდა შეადგენდეს;
ობიექტს 20-80 სკამი უნდა გააჩნდეს. დასადასტურებლად საჭიროა 2020 წლის
ოქტომბრის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც ობიექტზე სკამების
რაოდენობა იქნება მითითებული;
○ 
იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის
მიხედვით არ იხდის, მაშინ დახმარებას არაუმეტეს 20 დასაქმებული მიიღებს, 2020
წლის ოქტომბრის პერიოდის მიხედვით (წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად).

სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლებს ის ობიექტები, რომელიც წარმოადგენს:
○ 
საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს;

○ 
საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრენშაიზს;

○ 
სწრაფი კვების ობიექტებს;

○ 
სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში,
სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით
განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების
შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს.

ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

1.
კვების ობიექტის სარეგისტრაციო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტი
საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 28 თებერვლის შემდგომ უნდა იყოს განახლებული;

2.
თბილსერვისის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი 2020 წლის ოქტომბრის
მდგომარეობით;

2.1
იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების
რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი, 2020
წლის ოქტომბრის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს.

3.
ინფორმაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ, 2020 წლის
დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით (გთხოვთ, წარმოადგინეთ აღნიშნულ
ლინკზეhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=762, მოთხოვნილი და
მიღებული დოკუმენტაცია);

4.
კვების ობიექტის საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები.

ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1S_GKxLnz0RHrXi1sHvlBynCeLRKJED89P5RGV_n5CuQ/viewform?gxids=7628&edit_requested=true
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 აპრილი, 2021.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია