დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისტორიული სამცხე-ჯავახეთი
ქართველების გუტენბერგი - იოსებ ხუციშვილი
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/03/17 01:01:22

 

მესხეთში სტამბის არსებობა იოსებ ხუციშვილის სახელს უკავშირდება. მის შესახებ დღემდე აქტიურად საუბრობენ დამესხ გუტენბერგადმოიხსენიებენ.

                      მან ასპინძის მუნიციპალიტეტში გახსნა სტამბა, რის გამოც იოსებსმესხი გუტენბერგიუწოდეს. ისტორიკოსთა ცნობით, ხუციშვილების სახლში იყო გახსნილისავაჟებოდასაქალებოსასწავლებელი. 1836 წელს სოფელ ხიზაბავრაში უკვე დაარსებული იყო იოსებ ხუციშვილის მიერ სტამბა. სტამბა, რომელიც თავად გამოიგონა, გახდა მიზეზი მისი დაპატიმრებისა. იგი ასაკში მყოფი დააპატიმრეს, სტამბა კი გაუნადგურეს.


         "ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მართლაც საქმე გვაქვს მოხალისე, თვითნასწავლ ხელოსანთან, ისეთ მესტამბესთან, რომელსაც სტამბა არასოდეს ენახა და მაინც წიგნის ბეჭდვა მიზნად ჰქონდა დასახული",- წერდა ილია მაისურაძე იოსებ ხუციშვილის შესახებ. 


      მესხ გუტენბერგადწოდებული ქართველი კათოლიკე მღვდელიიოსებ ხუციშვილი, მე–19 საუკუნეში მოღვაწეობდა. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ პირველი ქართული სტამბა დაარსდა 1629 წელს რომში მეფე თეიმურაზის ელჩის _ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის (იგივე ნიკიფორე ირბახის) მიერ რომის პაპის ხელშეწყობით. Aიქ დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნები: "ქართული ანბანი ლოცვებითურთ", `"ქართულ-იტალიური ლექსიკონი" და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მიერ იტალიურიდან ქართულად თარგმნილი კათოლიკური ლოცვა ღვთისმშობლისადმი "ლატანია ლაურეტანა".

 

პირველი ქართული სტამბის ისტორია თავის დროზე საფუძვლიანად იქნა შესწავლილი მიხეილ თამარაშვილის მიერ, ხოლო, რაც შეეხება იოსებ ხუციშვილის მიერ სტამბის დაარსებას, მის შესახებ საინტერესო ცნობები მოეპოვებათ მკვლევრებს: ივანე გვარამაძეს, შოთა ლომსაძეს, დავით კოჟორიძეს, ილია და გიორგი მაისურაძეებს, ასევე მდიდარი წყარო-მასალაა დაცული სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში, რომელიც საშუალებას იძლევა, ფართოდ გაშუქდეს იოსებ ხუციშვილის მოღვაწეობა.


        უნდა აღინიშნოს, რომ . ხუციშვილის სტამბაში დაბეჭდილი წიგნებიდან ორმა სწორედ ივანე გვარამაძის დამსახურებით მოაღწია ჩვენამდე. კონსტანტინე გვარამაძე, რომელმაც მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო საოჯახო მუზეუმი, წერდა:  - მისი ნაბეჭდი წიგნები მაქვს ერთი დიდი და სქელი ზომისა და მეორე უფრო მომცრო ზომისამის მიერ დასახელებულ მომცრო წიგნს ეწოდება: "მოთხრობანი სულთა განსაწმენდელისა" და გამოცემულია 1838 წელს, შემკულია ილუსტრაციით: ჯვრით, ორი ხატით, ორნამენტებით, ხოლო რაც შეეხება .. დიდი ზომის წიგნს აწერია:~ პარტეზი სულიერი, რომელსაც შინა შეიკრიბებიან მრავალნი მხურვალე ლოცვანი დაბეჭდილი წელსა უფლისასა 1836 მაისის 7. პირმშო.~ ორივე წიგნი სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდშია დაცული.


     განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იოსებ ხუციშვილის სტამბაში დაბეჭდილი ერთ-ერთი ლოვცანი (დაცულია საჯარო ბიბლიოთეკაში), რომელსაც თავფურცელზე აწერია: `მოთხრობანი სულთა განსაწმენდელისა: დაბეჭდილი წელსა უფლისასა 1838 მარტს ხელითა ხუციანთ იოსებისა: ხიზაბარას.~ ეს წარწერა ასეთი დასკვნის გამოტანის უფლებას გვაძლევს: იოსებ ხუციშვილმა სტამბა დაარსა მშობლიურ სოფელ ხიზაბავრაში და იქ უნდა ჰქონოდა გამართული 1836-1838 წლებში. იოსებ ხუციშვილი სტამბაში ბეჭდავდა საერო და სასულიერო ხასიათის წიგნებს, გაზეთ `"ივერიის" ცნობით, მას საკუთარი ლექსების კრებულიც დაუბეჭდავს.


    1838 წლიდან სტამბა გადატანილ იქნა ქალაქ ახალციხეში და არსებობა შეწყვიტა 1846 წელს. როგორც . მაისურაძის მიერ მოძიებული დოკუმენტიდან ირკვევა, იოსებ ხუციშვილის სასტამბო საქმიანობა მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა 1846 წელს და სტამბა ფიზიკურად იქნა განადგურებული. Mმიუხედავად ხანმოკლე, ათწლიანი, ქსილოგრაფიული მოღვაწეობისა, აღნიშნულ პერიოდში იოსებ ხუციშვილის მიერ დაიბეჭდა რამდენიმე ათეული სხვადასხვა ხასიათის წიგნი, რომელიც იმთავითვე გავრცელდა მოსახლეობაში და დიდი როლი შეასრულა ამ კუთხის მცხოვრებთა კულტურულ დაწინაურებაში. კერძოდ, აღნიშნულ სტამბაში დაიბეჭდა შემდეგი წიგნები: ლოცვანი დაბეჭდილი წელსა უფლისსა 1836 წელს; მოთხრობანი სულთა განსაწმენდელისა; თვით იოსების საკუთარ ლექსთა კრებული (ივანე გვარამაძის ცნობით); სახელმძღვანელოები. Aამ უკანასკნელთ იყენებდა თავისივე სახლში გამართულ . . "საკაცებო" და "საქალებო" სკოლებში.


    აღსანიშნავია ისიც, რომ იოსებ ხუციშვილის სტამბა იმ დროს ერთადერთი ქართული სტამბა იყო. იოსებ ხუციშვილი მესხეთიდან მოტაცებული საყოველთაოდ ცნობილი სწავლულის ანთიმოზ ივერიელის საქმიანობის გამგრძელებელი იყო. შოთა ლომსაძის მითითებით: "თბილისისის უწყებათა ქართული ნაწილის გაუქმების შემდეგ საქართველოში ქართულად სტამბურის წესით არაფერი იბეჭდებოდა და ხუციშვილის სტამბა ერთადერთი ქართული სტამბა იყო."


იოსებ ხუციშვილის მოღვაწეობა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ.  1890 წელს  გაზეთი "ივერია" საზოგადოებას ამცნობდა: "ვინ მოიფიქრებდა, რომ საქართველოს  მიყრუებულ ადგილებში თურმე გუტენბერგები ჩნდებიან. წელს თებერვლის უკანასკნელ რიცხვებში ახალციხეში გარდაიცვალა ერთი ასეთი გუტენბერგი".


     იოსებ ხუციშვილი გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული _ 82 წლის, 1890 წელს.     საინტერესო ცნობას გვაწვდის კონსტანტინე გვარამაძე: `ხუციანოვი მღვდელი იოსებ მსახურობდა დიდხანს ახალციხის ჯვრის ეკლესიაში და იქვეა დასაფლავებული გალავანში. თავისი საფლავი იოსებმა ორიოდე წლის წინად თვითონ თავისი ხელით ამოთხარა სიკვდილის სიახლოვე იგრძნო თუ არა. ამბობდა ხოლმე, რომ ავად არასოდეს არ ვყოფილვარო, იგი ჯანმრთელი იყო ღრმად მოხუცებულობამდე. მისი საფლავის ქვაზე ჩასმული მარმარილო ბავშვებს გაუნადგურებიათ და ნაწერები აღარ აქვს. საჭიროა დავაწერინოთ მისი ვინაობა, რომ არ დაიკარგოს მისი საფლავი ცნობილი მესხეთის "ჰუტენბერგის".


    ეს ცნობა 1939 წლით არის დათარიღებული. პროფესორი შოთა ლომსაძე მოგვიანებით (1975 წელს) წერდა: "იოსებ ხუციშვილის საფლავი დღეს დაკარგულად ითვლება, მისი მიკვლევა და დადგენა კი სრულიად იოლი საქმეა. იგი დასაფლავებულია ახალციხის კათოლიკური ჯვრის მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელთან~.39. აღსანიშნავია, რომ იოსებ ხუციშვილის საფლავი ამ ცნობაზე დაყრდნობით მიაკვლია სოფელ ხიზაბავრის მკვიდრმა მიხეილ ველიჯანაშვილმა და 1976 წელს მამა იოსების ნეშტი გადაასვენეს მშობლიურ სოფელ ხიზაბავრაში _ ობელისკის ეზოში.

 

იზა იანვარაშვილი


(მასალა მომზადებულია ქალბატონ ნატო ყრუაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზერომელიც სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელიაამასთან, გახლავთ ასოცირებული პროფესორიდიდი მადლობა მას თანამშრომლობისთვის  და მკითხველისათვის ისტორიული ფაქტების გაზიარებისთვის.)


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია