დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"გამოდი ღირსებისთვის!"- ამ გზავნილით თბილისსა და ქუთაისში საზოგადოებამ ფარულ ჩანაწერებში გავრცელებული ფაქტები გააპროტესტა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/03/09 14:39:00

 

გამოდი ღირსებისთვის - ამ გზავნილით გაიმართა საზოგადოების აქციიები თბილისსა და ქუთაისში. აქციის მონაწილეებმა იმ ფარულ ჩანაწერში გაჟღერებული ფაქტები გააპროტესტეს, რომელიც ტელეკომპანია "პირველის" შაბათის ეთერში გავრცელდა და რომელიც, აქციის მონაწილეთა თქმით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ტელეკომპანია “პირველის” მიერ 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს. მისივე ცნობით, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან.

 

ორივე ქალაქში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზება მოხდა.

 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ჩანაწერში გაჟღერებული ფაქტების გამოძიება, პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, ასევე - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

 

 ქუთაისში მას შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, როცა  მერიასთან. აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, ხოლო უარის შემდეგ მერიის კედელზე წარწერის გაკეთება სცადეს.

 

"ვიცით, რომ ამ წარწერისთვის 500 ლარია ჯარიმა, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთოთ და დავწეროთ ეს სიტყვები :"ბერა სატანა" - განაცხადეს აქციის აქტივისტებმა. თუმცა მათ ეს ვეღარ მოახერხეს, რადგან ამის უფლება  სამართალდამცველებმა არ მისცეს.

 

 


ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო.

“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას” – აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია