დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელი დამსახურებულ ქალბატონებს ეწვია
2021/03/08 18:04:28

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.

 

მინისტრი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს ეწვია. აკადემიკოს ქალბატონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიური საკითხებისა და ქართულ ხელნაწერთა კვლევის საქმეში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მზექალა შანიძეს წელს 95 წელი შეუსრულდა.

მიხეილ ჩხენკელმა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც მოინახულა. არაერთი ცნობილი მხატვრული ფილმის რეჟისორს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, იყო დიპლომატიურ სამსახურში.

 

მინისტრმა ქალთა დღე მიულოცა 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

 

მინისტრი ასევე ეწვია ტიტულოვან ქართველ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს, ნელი სალაძეს, რომელიც 50 წელია ეწევა სამწვრთნელო საქმიანობას. არის ღირსების ორდენის კავალერი. 81 წლის ასაკში ნელი სალაძე მოქმედი მწვრთნელია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია