დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა
2020/12/29 22:00:00

კოვიდ-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა. პლატფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ზურაბ ანდღულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ გალავნის ამბულატორიას ესტუმრა და ექიმებს სიაახლები პირადად გააცნო.

 

როგორც ზურაბ ანდღულაძემ აღნიშნაახალი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა ექიმთა შეტყობინების ცენტრი გახდებარომლის საშუალებითაც სოფლის ექიმები უწყვეტ რეჟიმში გაეცნობიან პროტოკოლებსა და გაიდლაინებსმიიღებენ ინფორმაციას მოსალოდნელი ვაქცინაციებისა თუ სქრინინგების შესახებშეუფერხებლად ჩაატარებენ პაციენტთა ონლაინ კონსულტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ აუდიოვიდეო კონფერენციებში.

 

კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოფლის ექიმების უმნიშვნელოვანესი როლი მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფაში. ვფიქრობ, ახალი ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების მიერ კორონავირუსის შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვას და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას. - აღნიშნა ზურაბ ანდღულაძემ.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პლატფორმის ეფექტიანი მუშაობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 1000 სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. ასევე, ამ დრომდე მიმდინარეობს სოფლის ექიმების კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა. სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის.


ერთიანი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა ეს ონლაინ პლატფორმა, მოამარაგებს სოფლის ჯანდაცვის პროფესიონალებს უახლესი ინფორმაციითა და უნარებით, რათა მათ უკეთ მართონ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ტელემედიცინის განვითარებას საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ასევე მზადდება პირველადი ჯანდაცვის 1300 მედიკოსირაც საბოლოო ჯამში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად აზრდის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 787
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია