დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი
2020/12/19 15:50:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა    ეკატერინე ტიკარაძემ ,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან ჰანს  კლუგესთან ერთად კლინიკური სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ” დაათვალიერა. უწყების პირველი პირი  და ჰანს კლუგე ადგილზე პირადად გაეცნენ კლინიკურ სასტუმროში არსებულ ვითარებას, თუ რა გზას გადის მოქალაქე კლინიკურ სასტუმროში მოსახვედრად . მინისტრმა და  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა  დირექტორმა   სასტუმროში არსებული ინოვაციური ტელემედიცინის აპარატიც დაათვალიერეს.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი დაგეგმილი რეფორმების შეფასების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი  მოინახულებს და ჩაინიშნავს ყველა იმ საჭირო რეკომენდაციას, რომელსაც ვიზიტის ბოლოს აუცილებლად გაგვაცნობს. დღეს ის უბრალოდ სვამს დეტალურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესის მართვა, დაწყებული პირველი ჩივილის გამოვლენიდან.  მას შემდეგ კი , როცა შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება , დეტალურად ვისაუბრებთ,  თუ რა რეკომენდაციებს გასცემს. ჯერჯერობით მიმდინარეობს გაცნობითი სახის ვიზიტები ყველა საჭირო რგოლში”,- განაცხადა ეკატერინე  ტიკარაძემ.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში არსებული  ეპიდემილოგიური დინამიკა დადებითად შეაფასა.  ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველოში მთელი რიგი ინოვაციები დაინერგა, რომელიც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში კარგ სამსახურს უწევს.

 

„ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდებისთვის ექიმის პროფესია იყოს მიმზიდველი. გვყავდეს მეტი მედდა, მეტი ექიმი და მეტი სამედიცინო მუშაკი. გარდა ამისა, არის დადებითი დინამიკა თქვენს ქვეყანაში, მაგრამ მაინც საბოლოო მიზნამდე არ ვართ მისული, ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ყველა ზომა“, – განაცხადა  ჰანს კლუგემ.

 

 მხარეებმა კოვიდ 19-ის  ვაქცინაციის საკითხზეც ისაუბრეს.

 

„კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-10 წელი. ახლა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენ შევიმუშავეთ ვაქცინები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვაქცინები იყოს ეფექტური. გვირაბის ბოლოს არის სინათლე, მაგრამ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მაინც საჭიროა მოსახლეობის აცრა.“-აღნიშნულის  შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტი 5 დღიანი და და 22 დეკემბერს დასრულდება.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 775
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია