დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა გასული წლის მუშაობას აჯამებს
2020/12/17 23:47:00

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ახალი, ელექტრონული სისტემა (NAITS), რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველის და მათი მფლობელების შესახებ, უკვე სრულად ფუნქციონალურია.

 

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა საქართველოში 2012 წლიდან არსებობს, თუმცა, 2016 წლიდან, FAO-ს მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური დახმარებით, სისტემა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლებული პროგრამის ფარგლებში, შექმნა ელექტრონული ბაზა, რომელიც სააგენტოს ვეტერინარებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია ცხოველისა და მისი მფლობელის შესახებ, ნაცვლად ქაღალდის ფორმებისა, შეიყვანონ პირდაპირ ელექტრონულ ბაზაში.

 

დღეს სისტემა სრულად ფუნქციურია და მასში აქტიურად მუშაობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სპეციალისტები და კერძო სასაკლაოს წარმომადგენლები. ელექტრონული სისტემა, მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც ვეტერინარების შრომას, ასევე, უმოკლეს დროში უზრუნველყოფს ცხოველისა და მისგან წარმოებული პროდუქტების მიკვლევადობას. შესაბამისად, სისტემა სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი რგოლია.   

 

სისტემაში მუდმივად ახლდება მოდულები, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის, არამედ, სასაკლაო, ლაბორატორიული და სასაზღვრო კონტროლისთვისაც. სისტემის ტექნიკურ განახლებასთან ერთად, იდენტიფიკაციის ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში ატრეინინგებს ყველა იმ მოხელეს, ვისაც სისტემაში მუშაობა უწევს ან მომავალში მოუწევს. გასული წლის მანძილზე, გადამზადდა სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) დაქირავებული ვეტერინარები, სპეციალისტები და კერძო სასაკლაოების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე მუშაობენ პროგრამაში. ვეტერინართა დასახმარებლად ამუშავდა დამხმარე პლატფორმა (ე.წ Help desk), რომელიც მომხმარებლებს პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს.

 

FAO-მ პროგრამის გამართული ფუნქციონირებისთვის, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ოფისებს სხვადასხვა ტექნიკა გადასცა, მათ შორის: ლეპტოპები, ქრომბუქები, მობილური ტელეფონები, პრინტერები და მაღალი წარმადობის სერვერი. ამავე პერიოდში გატარებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ფერმერებს ინფორმაცია მიეწოდათ სურსათის უვნებლობის და ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებების შესახებ.

 

NAITS პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განცხადებით, სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს საშუალებას მისცემს მეტად განავითაროს ვაჭრობა ევროკავშირთან.

 

„პროექტზე მუშაობდნენ საფრანგეთის, შვეიცარიის ბრიტანეთის ექსპერტები, ასევე იმ ქვეყნების პროფესიონალები, რომელთა გამოცდილება მეტად მიახლოებულია საქართველოსთან,  მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონია და ბალტიისპირეთი. განახლებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან. ამავდროულად პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს ქვეყნის თავისებურებებსა და საჭიროებებს“ - განაცხადა სოხაძემ.

 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ სისტემის დანერგვა შეძლო და იგი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ნაწილია.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია