დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქვს თუ არა საქართველოს ვალდებულება ვაქცინა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმისგან შეისყიდოს?
2020/12/10 21:27:00

საინფორმაციო სააგენტოსაქინფორმისმთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა 5 დეკემბერს პირად ფეისბუქ ანგარიშზე კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, საუკეთესო ვაქცინა არა ამერიკული “Pfizer”, არამედ ჩინურია და საქართველომ ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩინეთთან უნდა დაიწყოს. ხიდირბეგიშვილის მტკიცებით, საქართველო მიბმულია პლატფორმას (იგულისხმება COVAX-ის) და უფლება არ აქვს, ვაქცინა სხვა მწარმოებლებთან, COVAX-ისგან დამოუკიდებლად შეიძინოს.
ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს საქართველოს COVAX პლატფორმასთან თანამშრომლობა ვაქცინის სხვა მწარმოებლებისგან შეძენის უფლებას არ აძლევს, დეზინფორმაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო საელჩოების მეშვეობით ვაქცინის  სხვადასხვა მწარმოებლებთან პირდაპირ შესყიდვებზეც მუშაობს. რაც შეეხება ჩინური კომპანიების ვაქცინებს, მათ დასკვნითი ფაზის კვლევის შედეგები, ამერიკული Pfizer-სგან განსხვავებით ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ.
აქვს თუ არა საქართველოს ვალდებულება ვაქცინა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმისგან შეისყიდოს?

 

 

3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?


2020
წლის 19 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა Mamuka Kobaladze- გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გადამცემ ანძას ცეცხლი უკიდია. მისი მტკიცებით, ვიდეო იმის დასტურია, რომ იტალიაში “5G ანტენებს წვავენ”. ვიდეოში იტალიური საუბარი ისმის.  ავტორის განცხადებით, 5G-ის ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ქვეყნებშიც ანადგურებენ.
მტკიცება, თითქოს გამოქვეყნებული ვიდეო იტალიაში 5G ანტენის მიზანმიმართულ დაწვას ასახავს, მცდარია. სინამდვილეში, ვიდეოში, რომელიც იტალიის ქალაქ ლა სპეციაში 2020 წლის აპრილშია გადაღებული,  3- 4G გადამცემ ანძაზე გაჩენილი ხანძარი ჩანს. ამ პერიოდში  ქალაქში 5G  ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა.
3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?

 

 

კონსპირაციებს ზიკას ვირუსის შესახებ როკფელერებთან აკავშირებენ

2 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ, რომელიც სავარაუდოდ ყალბი პროფილია, ზიკას ვირუსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, როკფელერების საკუთრებაში არსებული  ATCC, რომელსაც ის გლობალური ბიოლოგიური მასალების რესურსებისა და სტანდარტების ორგანიზაციას უწოდებს, ინტერნეტის საშუალებით ადამიანის ორგანოებს და ვირუსებს, მათ შორის ზიკას ვირუსს ყიდის. ეს უკანასკნელი კი ხელოვნურად არის შექმნილი, რასაც როკფელერების მიერ მისი პატენტის ფლობა ადასტურებს. პოსტს ერთვის სქრინი, სადაც ATCC-ის ვებ გვერდზე გასაყიდად განთავსებული ზიკას ვირუსის შტამი კოდთან და ფასთან ერთად არის გამოსახული.  
1.
კონსპირაციაა მტკიცება, თითქოს ზიკას ვირუსი ადამიანის შექმნილია, ხოლო დეზინფორმაციაა განცხადება, რომ მისი პატენტი როკფელერებს აქვთ დარეგისტრირებული. სინამდვილეში ზიკას ვირუსის პატენტი როკფელერებს არ ეკუთვნით. თანდართული ფოტო ATCC-ის ვებ-გვერდიდან კი მანიპულაციურია და მასზე მოცემული კოდი VR-84  არა პატენტის ნომერი, არამედ ვირუსის შტამის სახელია. 2.დეზინფორმაციაა, რომ  ATCC ადამიანის ორგანოებს ყიდის და ეს ორგანიზაცია როკფელერების მფლობელობაშია
კონსპირაციებს ზიკას ვირუსის შესახებ როკფელერებთან აკავშირებენ

 

 

ვის აერიაცივილიზაციათა ხანააზერბაიჯანისდაპყრობის გეგმაში”?

30 ნოემბერს ორგანიზაციაუფლებადამცველთა გაერთიანებისხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის აღწერა: “აზერბაიჯანი საქართველოს მთლიან დაპყრობაზე ოცნებობს და სოც - ქსელში სკანდალურ კლიპს აქვეყნებს.” იქვე მჟავანაძე აღნიშნავს, რომ რუსებს რომ გაეკეთებინათ მსგავსი კლიპი, “SOCAR-ის ზოგიერთი აგენტისთვისის მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდებოდა სარწმუნო. ვიდეოში გრაფიკულად ნაჩვენებია, თუ როგორ იშლება საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს სახელი და მას აზერბაიჯანი ეწერება. ვიდეოს ბოლოს ეკრანზე ასევე ჩნდება წარწერა “Kazanan AZERBAYCAN”, რაც გამარჯვებულ აზერბაიჯანს ნიშნავს.
მჟავანაძის გამოქვეყნებული პოსტი მანიპულაციურია, რადგან ვიდეო რეალურად კომპიუტერული თამაშის - Age of Civilizations II კადრებით არის აწყობილი.  სტრატეგიული თამაშის ამოცანაა, მოთამაშემ სამხედრო ტაქტიკისა და მოხერხებული დიპლომატიის გამოყენებით, გააერთიანოს ან დაიპყროს მსოფლიო. მტკიცება, თითქოს აზერბაიჯანი საქართველოს დაპყრობაზე ოცნებობს, ისტორიული ტრავმების გაღვივებას და აზერბაიჯანლების მიმართ ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.
ვის აერიაცივილიზაციათა ხანააზერბაიჯანისდაპყრობის გეგმაში”?

 

 

უკავშირდება თუ არა 1998 წლის სტატია ვაქცინაციაზე პრინც ჩარლზის გადაწყვეტილებას?

18 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Marekhi Robaqidze გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ვაქცინა დნმ-ს ცვლის და პრინცი გენმოდიფიცირების წინააღმდეგია. პოსტს 7 დეკემბრის 15:00 საათის მონაცემებით პოსტს 126 გაზიარება აქვს.
პოსტი დეზინფორმაციულია, პრინც ჩარლზს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარი არ უთქვამს. წყარო, რომელიც პოსტზე თანდართულ სქრინშია მითითებული, შესაძლო უარის შესახებ მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს და 1998 წლის ინტერვიუს მანიპულაციურად ეფუძნება. ასევე მცდარია მტკიცება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანში დნმ-ის ცვლილებას იწვევს.
უკავშირდება თუ არა 1998 წლის სტატია ვაქცინაციაზე პრინც ჩარლზის გადაწყვეტილებას?  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია