საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/11/27 13:09:09

 


სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა!


ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა - თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა!


იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!! კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე - 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით),  ანონიმურობა დაცულია).


დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მაშტაბით, ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი.


კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:

·         ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);

·         ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);

·         სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).

 

კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

ü  ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;

ü  სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;

ü  სამართლებრივი დახმარებით;

ü  საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;

ü  საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.


კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

ü  დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი  ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);

ü  ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით;

ü  პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი  ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);

ü  სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე);

ü  საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;

ü  საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.


კრიზისული ცენტრების მდებარეობა და მისამართი:

·         ქ. თბილისი (24 საათიანი მომსახურება/სადღეღამისო საცხოვრისით), დღის მომსახურებ(ებ)ის მიღება შესაძლებელია - სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N 28;

 

·         ქ. ქუთაისი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. N 59-61;

·         ქ. გორი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე,  მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: გორი, ბარნოვის ქ. N 9 ა;

 

·         ქ. მარნეული (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქ. N 41, ბ. 48;

 

·         ქ. ოზურგეთი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N 21, ბ. 1.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია