საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: თითოეულს შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუჯობესებაში და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ (R)
2020/11/16 20:28:00

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან  ერთად სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში წიწვოვანი ნაძვის ნერგები დარგო.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ეკოლოგია 21- საუკუნეში დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევაა.

"
ადამიანმა დაიწყო ბუნების დაუნდობელი ექსპლუატაცია და ეს გვიბრუნდება ბუნებრივი კატაკლიზმებით და ეპიდემიებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევეჭიდებით გლობალურ მასშტაბებს, მაგრამ თითოეულს შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ  ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუჯობესებასა და გამწვანებაში. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი აქციის ინსპირაცია, თუმცა ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენ ქალაქს“, -  განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია