საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ზაზა ლომინაძე: 21 ნოემბერს ქუთაისელები გააკეთებენ გონივრულ არჩევანს რომელიც მათთვის და მათი ოჯახებისთვის იქნება საჭირო (R)
2020/11/15 20:13:00

ინფრასტრუქტურა, ქალაქის განვითარების 4 წლიანი გეგმა და ხელისუფლების ანტიკრიზისული საქმიანობა პანდემიის პირობებში. ამ საკითხებზე ისაუბრა მოსახლეობასთან შეხვედრებისას,  

 

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის  მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ

 

,,არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით, მერობის კანდიდატთან ერთად ამჯერად -მარჯანიშვილის, მელიქიშვილის, ჭონქაძის აბაშიძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე ვიმყოფებოდი. ჯავახიშვილის ქუჩა გასულ წელს მთლიანად შეკეთდა სანიაღვრე ქსელით, საფეხმავლო ბილიკებით დაიგო ახალი ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურის მკვეთრი  გაუმჯობესება იგრძნობა ჩვენს ქალაქში, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ქუთაისი ძალიან ბევრ გამოწვევას უპასუხებს ახლო მომავალში. უკვე წლის ბოლოდან ქალაქში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ივლის,რომლისთვისაც სულხან საბას დასახლებაში ახალი ავტოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს

 

 დღეს ქვეყანას პანდემიის პირობებში უწევს ცხოვრება და ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი შრომა გვჭირდება ჩვენი ქვეყნის და ქალაქის განვითარებისთვის. მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები გვარწმუნებს ერთ რამეში, რომ ისინი ჩვენთან ერთად მზად არიან ჩაერთონ ქალაქის განვითარების ნებისმიერ საკითხში. 21 ნოემბერს ქუთაისელები კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს, რომელიც მათთვის მათი ოჯახებისთვის და ქალაქისთვის გონივრული და საჭირო იქნება,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 59
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია