საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4 ქართულ ფილმს აჩვენებენ
2020/11/15 20:02:00

ტალინის ბნელი ღამეების 24-ე კინოფესტივალი გაიხსნა! ფესტივალის წლევანდელი გამოშვება მაყურებელს წარუდგენს 4 სრულმეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმს.

 

ზაზა ურუშაძის პატივსაცემად, ტალინში აჩვენებენ რეჟისორის 3 ფილმს: “მანდარინები”, “სამი სახლი” და “ანტონი”.

 

ანტონიზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევარია. იგი 2 ბიჭის მეგობრობის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მათ გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე ძლიერია. ფილმი უკრაინის, საქართველოს, ლიეტუვის, შეერთებული შტატებისა და კანადის კოპროდუქციაა.

 

სექციაში CURRENT WAVES აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმსდასაწყისი”. CURRENT WAVES აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთა მსოფლიო პრემიერაც უკვე წარმატებით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე და რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ საერთაშორისო ჯილდოები.

 

დასაწყისისაქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. იგი საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.

 

ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენაა ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც -კლასის ფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია