დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი მიზანია, თითოეულმა ქუთაისელმა მიიღოს მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში (R)
2020/11/15 19:49:00

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი  იოსებ ხახალეიშვილი  ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ქალაქ მუზეუმისა და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრებისას  კანდიდატი მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა და დღევანდელი პოლიტიკუ-ეკონომიკური და პანდემიური რეალობის ფონზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, ამასთან, განუმარტა მისი კანდიდატურისა და  პროგრამის უპირატესობა.

"
ქუთაისი ქალაქია  თავისი ღირსებით და ნაკლით, მიღწევებით, პრობლემებით და სოციუმით, რომელსაც აქვს საკუთარი კოლორიტი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ცხოვრების ერთობა. სწორედ ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი არსი, რომ ეს სოციუმი, მოქალაქეთა ერთობლიობა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი ქალაქით და თავადვე მიიღონ მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია