საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სს "თელასის" განცხადება
2020/11/11 23:43:57

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად სსთელასი“- მომხმარებლები 2020-2021 წლის ოთხი თვის მანძილზე კომუნალური სუბსიდიების პროგრამით ისარგებლებენ.

 

თუ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აღებული მაჩვენებლით აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია თვეში არ აღემატება 200 კვტ/სთ, მასზე გავრცელდება მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათი, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას.

 

თუ მომხმარებელმა უკვე გადაიხადა დავალიანება, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება მის სააბონენტო ბარათზე მომდევნო ხარჯის დაფარვის მიზნით.

 

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე  შეუძლიათ www.gnerc.org/ge/covid-19. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კომისიის ქოლ ცენტრს16 216.


***


სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სსთელასი“ „ინტერ რაო“– შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“- მფლობელობაშიათელასისაქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.www.telasi.ge 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია