დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი - კაპანაძე
2020/11/11 19:45:10

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

 

კაპანაძის თქმით, საქართველო წარმოადგენს  პარტნიორს ამერიკისთვის და ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკა ერთგული რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისადმი.

 

კაპანაძემ აღნიშნა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩამოდის პომპეო საქართველოში, ეს არის ქვეყანაში შექმნილი კრიზისი.

 

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში, არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და შესაბამისად, სახელმწიფო მდივანს ეცოდინება ძალიან კარგად და ჩვენ მათთან ვართ სრულ კომუნიკაციაში, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ისე საელჩოსთანაც და ისე ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და ყველა ინფორმაციას მათ ვაწვდით.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მათ შორის მოიცავს იმ თემებსას, რაც არის დღეს პრობლემატური და კრიზისული საქართველოში, ანუ გაყალბებული არჩევნები. ამრიგად, საუბარი იმაზე, რომ ეს არის მხარდაჭერა ხელისუფლების და გაყალბებული არჩევნების აღიარება, ეს არის ტყული.

 

ეს არის ვიზიტი ქვეყანაში ,რომელიც არის საინტერესო ამერიკისათვის და რომელიც არის ამერიკის პარტნიორი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ბევრჯერ უქნია აქამდე, როდესაც თავის განცხადებებში დაუდასტურებია თავისი ერთგულება საქართველოს სტატეგიული პარტნიორობისადმი, დაუდასტურებია თავისი ინტერესი საქართველოში დემოკრატიისამდი, ამისი გაგრძელება არის ეს ვიზიტი სწორედ.“

 

- განაცხადა კაპანაძემ.

 

 


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 339
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია