დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ზაზა ლომინაძე:"მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად ყოველწლიურად უფრო მეტი პროგრამა ხორციელდება"
2020/11/11 18:08:15

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს შეხვდა. 

 

კანდიდატებმა შეხვედრისას იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს და ის საკითხები განიხილეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

,,მრავალშვილიან დედებს შევხვდი. ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ქუთაისში ამდენი მრავალშვილიანი ოჯახი გვყავს, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ამ ქალბატონების და მათი შვილების წინაშე.  მათ მხარდასაჭერად ყოველწლიურად უფრო მეტი პროგრამა ხორციელდება. ქუთაისის მერიის მიერ უკვე რამდენიმე წელია, ფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც ამ ადამიანებს ეკონომიკურად აძლიერებს.

სტაბილურ, მშვიდ და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება მრავალშვილიანი დედების უპირობო არჩევანია,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია