საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველები უცხოეთში
ქართული კულტურის საღამო ტალინში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/11/02 16:04:00

 

საქართველოს "ახალგაზრდა ელჩის"  ვახტანგ კაჩუხაშვილის ორგანიზებით, ტალინის ახლგაზრდულ ცენტრში  ქართული კულტურის საღამო მოეწყო. ღონისძიებას საქართველოთი  დაინტერესებული ადგილობრივი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან  ჩამოსული  ახალგაზრდები ესწრებოდნენ. კულტურის საღამო შემეცნებით,ინტერაქტიულ და გასართობ აქტივობებეს აერთიანებდა.

 

ღონისძიების პირველ ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ქართულ კულტურას, ენას, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ტრადიციულ სამზარეულოს გაცნობოდნენ.

 

 მეორე ნაწილი  კი ქართული ენის სახელოსნო/მასტერკლასს დაეთმო,  რომელშიც ჩართულ ახალგაზრდებსაც საშუალება ჰქონდათ, შეესწავლათ საბაზისო ფრაზები ქართულ ენაზე და ეცადათ, სხვადასხვა სიტყვა ქართულად დაეწერათ.

 

საღამოს ერთ-ერთი მონაწილისა და პრეზენტატორის,ანანო იაშვილის შეფასებით, ღინისძიება ძალიან პროდუქტიული გამოვიდა და აუდიტორიაც საკმაოდ ინტერაქტიული იყო.

 

 მიუხედავად კოვიდპანდემისა, ღონისძიებაზე ბევრი ახალგაზრდა დაგვესწრო. მათ საქართველოს კულტურისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს, მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა პირად დისკუსიაში გამიმხილა,  რომ შემდეგი მოგზაურობისთვის საქართველო მათი დანიშნულების ქვეყანა  გახდა.

 

ღონისძიების დროს მონაწილეებს გავაცანით საინტერესო და არც ისე ცნობილი ფაქტები საქართველოს შესახებ, წარვუდგინეთ ქართული ცეკვები, ქართული სამზარეულო, ქართული ენა და კულტურა, ასევე მივეცით რჩევები, თუ რა უნდა მოინახულონ საქართველოში. მიმაჩნია, რომ ყველაზე ინტერაქტიული ნაწილი  კაჰუტის ქუიზი და ენის გაკვეთილები იყო.

 

ასეთი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს მიღმა,“-  განაცხადა ანანო იაშვილმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ესტონეთის რესპუბლიკაში, ვახტანგ კაჩუხაშვილის, ორგანიზებით  მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვიურად ტარდება.

 

„ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა  კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება  -საქართველოს  ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოებაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია