დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება
2020/11/02 22:55:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით,  გარკვეული პერიოდით გადაიდო.

 

 

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

 

 

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია